ავტორი:

ფოტოები ადგილიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს

ფოტოები ადგილიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს

სოფელ ბარჯაში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

  • ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მაივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები