ურანის გამდიდრების პროგრამას არ შევწყვეტთ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
"მათ მიერ რეგიონში სამხედროების განლაგება არ გვაშინებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ომანში აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ასევე, არაღჩიმ აღნიშნა, რომ აშშ-სთან ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის.
"ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.