საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
"2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.