ავტორი:

“დაპირებული სტუმრობა შოშიებთან“ - გიორგი კეკელიძემ ყველასთვის საყვარელ ტყუპ ძმებს, დაჩის და დანის სპეციალური საჩუქრები გადასცა (ფოტო)

“დაპირებული სტუმრობა შოშიებთან“ - გიორგი კეკელიძემ ყველასთვის საყვარელ ტყუპ ძმებს, დაჩის და დანის სპეციალური საჩუქრები გადასცა (ფოტო)

პროზაიკოსმა, კინოსცენარისტმა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ შორენა ონიანისა და გიგა ცხელიშვილის ტყუპი ვაჟები მოინახულა.

როგორც გიორგი კეკელიძე წერს, მან პატარებს განსაკუთრებული საჩუქრები გადასცა. მწერლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“მორიგი დაპირებული სტუმრობა შოშიებთან და Biblusi • ბიბლუსი ჯგუფის საჩუქარი;

ხმოვანი წიგნების ბიბლიოთეკა, სათამაშოები და სხვა აუცილებელი ნივთები,“ - წერს კეკელიძე და ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“ყველაზე მეტად წიგნი უნდა გიყვარდეთ მამი,“ - გიორგი კეკელიძის სტუმრობის ამსახველი ფოტოები დაჩის და დანის მამამ, გიგა ცხელიშვილმა გააზიარა.

ტყუპი ძმები, რომლებსაც საზოგადოება მოფერებით “შოშიებს“ ეძახის სოციალურ ქსელში პოპულარულები არიან. მათ მამა გიგა ცხელიშვილი ზრდის.

დედა, შორენა ონიანი, მშობიარობის შემდეგ დაიღუპა. 28 წლის ქალმა ქუთაისის მეორე სამშობიაროში იმშობიარა. რამდენიმე საათში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ქალი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს.