გარდაიცვალა ეროვნულები ნაკრების ყოფილი წევრი ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას გოცირიძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ეჰ ბექა, კიდევ ერთი მაგარი ძმა დავკარგე,“ - წერს მიშა მესხი.

ინფორმაციას ადასტურებს ზურა ხაჩიძეც.
“სიცოცხლით სავსე ქართველი კაცი და ძმა დავკარგეთ ყველამ! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!
ბექა, სიზმარში მგონია თავი 2 დღის წინ არ გელაპარაკე,“ - წერს მომღერალი.
უცნობია ბექა გოცირიძის გარდაცვალების მიზეზი.
ის 2005 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში, თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ბოლო დროს “ქართულ ოცნებას“ აქტიურად უჭერდა მხარს.
იხილეთ ასევე: