ყვავები ცნობილები არიან ადაპტირების უნარით, ინტელექტით და თავიანთი გამორჩეული, ხმამაღალი "ყივილით" - ამის გამო ადამიანები ხშირად მათ ხმაურიან და შემაწუხებლადაც მიიჩნევენ. ყვავები ფრინველთა იმავე ოჯახს მიეკუთვნებიან, რომელსაც ყორნები, ჩხიკვები, კაჭკაჭები და მაკნატუნები.
ყვავების სხვადასხვა სახეობა ცხოვრობს ყველა კონტინენტზე, გარდა სამხრეთ ამერიკისა და ანტარქტიდისა. ყვავები ჭკვიანი, მოხერხებული, ცნობისმოყვარე და სოციალური არსებები არიან. მეცნიერები დღემდე აგრძელებენ მათ შესწავლას და ახალ-ახალი უცნობი ფაქტების გარკვევას.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ყვავების შესახებ:
<iframe width="315" height="576" src="https://www.youtube.com/embed/Gr0SokfIIU8" title="Raven Plays Tic-Tac-Toe || ViralHog" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
კორნელის უნივერსიტეტის ორნიტოლოგიის ლაბორატორიაში მომუშავე ყვავების ექსპერტი კევინ მაკგოუენი საინტერესო ისტორიას გვიზიარებს. როგორც კევინი ყვება, ის რეგულარულად უყრიდა ყვავებს მიწისთხილს. ყოველთვის, როცა ის საკუთარი მანქანით სამსახურში მიდიოდა, საკვებისთვის მასთან ყვავების ჯგუფი მოფრინავდა. გარკვეული დროის შემდეგ, მაკგოუენმა მანქანა შეცვალა. ყვავებმა მას ყურადღება მანამ არ მიაქციეს, სანამ ერთ-ერთმა ყვავმა მაკგოუენი სახეზე არ იცნო.
<iframe width="315" height="576" src="https://www.youtube.com/embed/TeyrUfblxzA" title="Crows' Astonishing Tool-Using Intelligence #birds" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
როგორც ჩანს, ყვავებს ახალი რაღაცების მოსინჯვა და სწავლა, ახალი შესაძლებლობების გამოყენებაც მოსწონთ.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ყვავების ტვინი, სხვა ფრინველებთან შედარებით დიდი ზომის იმიტომაა, რომ ეს მათმა სოციალურმა ცხოვრებამ განაპირობა. ასე მოხდა ვეშაპისებრთა, სპილოების, პრიმატების და ყვავების შემთხვევაშიც: "ესენი ძალიან ჭკვიანი ცხოველთა ჯგუფებია, რომლებიც კომპლექსურ საზოგადოებაში ცხოვრობენ, სადაც ინდივიდებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ",- აცხადებს ლომა პენდერგრაფტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კორვიდების (ფრინველთა ჯგუფი, რომელსაც ყვავები მიეკუთვნებიან) ექსპერტი.
მისივე თქმით, ამ ჯგუფებს შიგნით ურთიერთობები, შესაძლოა, ძალიან რთულიც კი გახდეს. მათ უწევთ იმის გარკვევა, თუ ვის შეუძლიათ ენდონ და ვის არა, კონფლიქტის დროს რომელი მათგანი დაიჭერს მათ მხარეს და რომელი - არა, ყველა ეს უნარ-ჩვევა სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დიდი ტვინის ძალას მოითხოვს.
<iframe width="489" height="576" src="https://www.youtube.com/embed/Cag05YVl-cM" title="The surprising intelligence of crows demonstrated in an experiment" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
იმის დასადგენად, თუ რამდენად ინტელექტუალურები არიან ყვავები, მეცნიერებმა მათ IQ -ს ტესტის მსგავსი გამოცდა მოუწყვეს. ეს გულისხმობს იმის გარკვევას, თუ რამდენად კარგად ასრულებენ ყვავები დავალებებს, როგორიცაა საკვების მისაღებად ძაფის მოქაჩვა, ყუთის გახსნის გზის მოძებნა ან ბარათებზე სურათების შესაბამისობების დადგენა. ეს ტესტები ყვავების პრობლემების გადაჭრის უნარებს ადგენს.
კორვიდების ექსპერტი ჯონ მარზლაფი აღწერს ყვავების მომხიბვლელობას და გვიბიძგებს, რომ დავაფასოთ მათი კამპანია: "ძალიან ცოტა გარეული ფრინველი მოგიკაკუნებთ ფანჯარაზე ან დაგირეკავთ ზარს იმისთვის, რომ საჭმელი გთხოვონ; ცოტა თუ შემოიჭყიტება ფანჯარაში იმის დასადგენად, რაიმე ზიანის მიყენება თუ შეგიძლიათ. საჩუქრების დატოვება და ძაღლების დაძახება პატრონების ხმის იმიტაციით - ეს მხოლოდ ყვავებს შეუძლიათ",- ამბობს მარზლაფი. "ყვავები არ ერიდებიან ადამიანების გამოცდას და მათ გამოყენებას იმის მისაღებად, რაც სჭირდებათ. ისინი გვიბიძგებენ, გავითავისოთ ჩვენი ბიოლოგიური როლი, როგორც საზოგადოების წევრებმა და არა როგორც მათმა ბატონებმა".
წყარო: discovermagazine
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: