ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელცი ბავშვის აყვანას გეგმავენ. მას შემდეგ, რაც ოჯახური დაპირისპირება ბრუკლინ ბექჰემმა სააშკარაოზე გამოიტანა, ბექჰემებს შორის ქაოსი კიდევ უფრო მატულობს.

ბრუკლინის და ნიკოლას მეგობარმა, The Sun-თან წყვილის გეგმებზე ისაუბრა: "მათ სურთ ისეთი ბავშვი აღზარდონ, რომელიც ბიოლოგიურად არაა მათი. ეს ის საკითხია, რომელზეც ნიკოლა და ბრუკლინი ერთხმად თანხმდებიან",- დასძინა ინსაიდერმა.
"ორივეს სურს შვილების ყოლა, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც აყვანილი იქნება. ორივემ იცის, რომ მათ წარმოუდგენლად დიდი პრივილეგია ხვდათ წილად, დაბადებულიყვნენ მდიდარ ოჯახებში, ამიტომ მტკიცედ სურთ, სოციალურად დაუცველ ბავშვს აღსაზრდელად საუკეთესო პირობები შეუქმნან", - განმარტა წყარომ.

"ნიკოლამ სულ ახლახან კინოროლისთვის საგრძნობლად დაიკლო წონაში, ამიტომ ბიოლოგიური შვილის ყოლა ახლა მისთვის გამორიცხულია",- დასძინა მან.

ბრუკლინი 8 თვეზე მეტია მშობლებს არ ელაპარაკება და ამჟამად მთელი ოჯახი მისგან გაუცხოებულია. ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ როგორც ბრუკლინმა თქვა, ვიქტორია ბექჰემი ბრუკლინის და ნიკოლას ურთიერთობის დანგრევას ცდილობდა.
წყარო: pagesix.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: