ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "მარსელთან" - ქართველმა მოედანზე დაბრუნება შთამბეჭდავად აღნიშნა: ემოციები და პატარა დამიანეს რეაქცია მამის გოლზე (ფოტო, ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "მარსელთან" - ქართველმა მოედანზე დაბრუნება შთამბეჭდავად აღნიშნა: ემოციები და პატარა დამიანეს რეაქცია მამის გოლზე (ფოტო, ვიდეო)

მცირე ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა და დაბრუნება ულამაზესი გოლით აღნიშნა.

ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე "მარსელს" უმასპინძლა და ანგარიშით - 5:0 დაამარცხა. კვარაცხელია თამაშში მეორე ტაიმში, 63-ე წუთიდან ჩაერთო და რამდენიმე წუთში დემბელეს გადაცემა უზუსტესი და ულამაზესი დარტყმით გოლად აქცია.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში უსმან დემბელემ 4 გოლი გაიტანა.

“კვარამ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასე აღნიშნა პატარა დამიანე კვარაცხელიამ მამიკოს გოლი - კადრებს ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე აქვეყნებს

პსჟ 51 ქულით ლიგა 1-ის ლიდერია და უახლოეს მდევარ "ლანსს“ 2 ქულით უსწრებს.13 თებერვალს კი პარიზელები გასვლაზე "რენს“ დაუპირისპირდებიან.

ნახეთ ასევე: