ვენესუელელი ოპოზიციონერი, ხუან პაბლო გუანიპა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე საათში გაიტაცეს. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარინა კორინა მაჩადო აცხადებს.
"სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, მძიმედ შეიარაღებული მამაკაცები ოთხი მანქანით მივიდნენ და ძალით წაიყვანეს“, - წერს მარინა კორინა მაჩადო სოციალურ ქსელში.

გუანიპას პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ლიდერი "დიქტატურის რეპრესიულმა ძალებმა გაიტაცეს. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იარაღი მიაბჯინეს და ძალის გამოყენებით "ავტომობილში ჩატენეს".
პარტიამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მოითხოვოს გუანიპას "დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ და ვენესუელის მთავრობის მიერ "ოპოზიციის დევნის“ დასრულება.
გუანიპა 2024 წლის არჩევნების შედეგების გასაჩივრების გამო, ტერორიზმსა და ღალატში დაადანაშაულეს და ის იმალებოდა, თუმცა 2025 წლის მაისში იპოვეს და დააკავეს.
ნახეთ ასევე: