ავტორი:

ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ემუქრებოდა, შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს - რას ამბობენ მეცნიერები?

ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ემუქრებოდა, შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს - რას ამბობენ მეცნიერები?

ასტეროიდი 2024 YR4, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 60 მეტრია და რომელსაც მეცნიერები პოტენციურად საშიშად მიიჩნევდნენ დედამიწისთვის, როგორც ირკვევა, ჩვენს პლანეტას გვერდს აუვლის.

თუმცა, როგორც ჩინელმა მეცნიერებმა თავიანთ ახალ კვლევაში აღნიშნეს, კვლავ რჩება მცირე - დაახლოებით, 4,3%-იანი ვარაუდი, რომ 2032 წელს ის მთვარეს შეეჯახოს, - წერს discovermagazine.

მეცნიერების გამოთვლებით, შესაძლო დარტყმა გამოათავისუფლებს დაახლოებით 6.5 მილიონი ტონა ტროტილის ექვივალენტური ენერგია, რაც ძლიერ წყალბადის ბომბს შეედრება.

"ასეთი მოვლენა მთვარეზე შექმნის დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრის ზომის კრატერს და იქნება მთვარეზე მომხდარი ყველაზე მაღალი ენერგიის მქონე მოვლენა, რაც კი ოდესმე უნახავს კაცობრიობას", - განაცხადა ჩინგჰუას უნივერსიტეტის მკვლევარმა იფან ჰემ.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, მსგავს დარტყმას თან ახლავს ძალიან კაშკაშა ნათებას, რომელიც შესაძლოა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც იყოს ხილული. ამის შემდეგ მოსალოდნელია რამდენიმესაათიანი ინფრაწითელი გამოსხივება და ე.წ. მთვარის მიწისძვრაც.