ამერიკელი მოთხილამურე, ოლიმპიური ჩემპიონი ლინდსი ვონი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მძიმედ დაშავდა.

გაირკვა, რომ მას მარცხენა ფეხის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ მას ამავე ფეხზე ჰქონდა უმძიმესი ტრავმა ოლიმპიურ თამაშებამდე.




"ეს ნამდვილად უკანასკნელი რამ იყო, რისი ნახვაც გვინდოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საშინელება იყო. როდესაც საკაცეების გამოტანას იწყებენ", - ამბობს ვონის და, კარინ კილდოუ.
ცნობისთვის, 41 წლის ამერიკელი სპორტსმენი ოლიმპიადაზე ტრავმირებული ასპარეზობდა. მან მუხლი მძიმედ დაიზიანა იანვარში, შვეიცარიაში, თუმცა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მაინც გადაწყვიტა.