ისრაელის საჰაერო ძალებმა სასწრაფოდ გადაწყვიტეს სამგზავრო თვითმფრინავი უსაფრთხო ადგილას დაესვათ, მას შემდეგ რაც ბავშვმა მშობლების ტელეფონის Wi-Fi-ის სახელი სიტყვა „ტერორისტი“-ით შეცვალა.
სავარაუდოდ, შეტყობინება Wi-Fi-ის ცხელი წერტილის სახელი იყო, რომელიც ბავშვმა სიტყვით „ტერორისტი“ შეცვალა, რასაც პანიკა მოჰყვა. FlightRadar-ის მონაცემებით, თვითმფრინავმა ისრაელში დაშვებამდე კვიპროსის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის თავზე სამი წრე შეასრულა.
ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „Times of Israel“-ს განუცხადა: „თვითმფრინავი დაეშვა და დადგინდა, რომ რეალურ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია“.
ბენ გურიონის აეროპორტში რეისების დროებითი შეჩერების შემდეგ, საჰაერო მიმოსვლა აღდგა.