მეცნიერებმა ვენერას ზედაპირის ქვეშ გამოქვაბული აღმოაჩინეს - ადგილი, რომელიც შესაძლოა ამ იდუმალი პლანეტის შესახებ მნიშვნელოვან მინიშნებებს ინახავდეს. მკვლევართა მტკიცებით, ეს "ვულკანური ლავის მილი" უნდა იყოს.
ლავური მილების პოვნა მარტივი არაა - მათი დანახვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ზედა ნაწილი ჩაინგრევა და ერთგვარი ორმო წარმოიქმნება. ვენერაზე მისი აღმოჩენა კიდევ უფრო საოცარია, რადგან პლანეტა სქელი ღრუბლებით არის დაფარული.

ამიტომ, ვულკანური გამოქვაბულის იდენტიფიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ის საშუალებას გვაძლევს, დავადასტუროთ თეორიები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ჰიპოთეზებად რჩებოდა. ეს აღმოჩენა ვენერას ევოლუციის პროცესების უკეთ გაგებაშიდაგვეხმარება", - განმარტა კვლევის კოორდინატორმა, პროფესორმა ლორენცო ბრუცონემ.
NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო ვენერაზე კიდევ ორ მისიას გეგმავენ .ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ახალი, მაღალი გარჩევადობის სურათები და მონაცემები მათ პლანეტის შესახებ უფრო ფართო სურათის შექმნაში დაეხმარება.