ავტორი:

საფრანგეთში ტყუპ ძმებს მკვლელობებში ადანაშაულებენ, თუმცა ვერ ადგენენ ვინ გამოკრა სასხლეტს - მათ იდენტური დნმ აქვთ: “იდეალური“ დანაშაულის დეტალები

საფრანგეთში ტყუპ ძმებს მკვლელობებში ადანაშაულებენ, თუმცა ვერ ადგენენ ვინ გამოკრა სასხლეტს - მათ იდენტური დნმ აქვთ: “იდეალური“ დანაშაულის დეტალები

33 წლის ტყუპ ძმას და კიდევ სამ საფრანგეთის მოქალაქეს ბრალი ორმაგ მკვლელობასა და კიდევ რამდენიმე მკვლელობის მცდელობაში ედებათ.

საქმე 2020 წლის სექტემბერში მომხდარ მოვლენებს ეხება. პროკურატურის ვარაუდით, ბრალდებულები პარიზის გარეუბნებში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ. დანაშაულებში მონაწილეობაში ორივე ძმაა ეჭვმიტანილი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, თუ ვისი გენეტიკური მასალა აღმოაჩნდა ავტომატზე, რომელიც ერთ-ერთი თავდასხმის დროს გამოიყენეს, კვლავ უპასუხოდ რჩება.

პოლიციის თქმით ექსპერტებმა ვერ შეძლეს დადგენა, რომელმა მათგანმა გამოკრა სასხლეტს თითი.

„მათ მხოლოდ დედა თუ გაარჩევს ერთმანეთისგან,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გამომძიებელმა სასამართლოში.

  • იდენტური ტყუპი ძმები ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ვითარდებიან, რომელიც ორსულობის პროცესში ორად იყოფა. მათ სრულიად ერთნაირი დნმ აქვთ, ამიტომ ექსპერტებს არ შეუძლიათ განსაზღვრონ, ვისი გენეტიკური მასალა აღმოჩნდა იარაღზე.

სამართალდამცველების განმარტებით, ძმები თავიანთ მსგავსებას დანაშაულის კვალის დასაფარად იყენებდნენ. ამ მიზნით ისინი ხშირად ერთმანეთს ტანსაცმელს, ტელეფონებსა და დოკუმენტებს უცვლიდნენ.

ამჟამად პოლიცია სატელეფონო კავშირების მონაცემების, გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა და მოსმენების მასალების გამოყენებით ცდილობს საბოლოოდ დაადგინოს თუ რომელმა ძმამ ისროლა იარაღიდან.

წყარო