ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანი ჯეი დი ვენსს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანი ჯეი დი ვენსს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს შეხვდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ერევანში მივესალმები“, - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის მხარეები პრესკონფერენციას მართავენ.

ჯეი დი ვენსი სომხეთში მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად დღეს ჩავიდა. ერევნის აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი დახვდა.