ავტორი:

მსოფლიოს ტოპ ბირთვულ სახელმწიფოებს არსენალზე შეზღუდვები აღარ აქვთ - ვის რამდენი ქობინი აქვს და რა შეზღუდვები მოქმედებდა აქამდე, რომელიც წინა კვირას გაუქმდა

მსოფლიოს ტოპ ბირთვულ სახელმწიფოებს არსენალზე შეზღუდვები აღარ აქვთ - ვის რამდენი ქობინი აქვს და რა შეზღუდვები მოქმედებდა აქამდე, რომელიც წინა კვირას გაუქმდა

პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ორ უმსხვილეს ბირთვულ ზესახელმწიფოს აღარ აკავებს არც ერთი ხელშეკრულება, რომელიც მათი ბირთვული არსენალების რაოდენობას შეზღუდავს.

აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედ უკანასკნელ შეთანხმებას - New START, რომელიც ბირთვული შეიარაღების კონტროლს ისახავდა მიზნად, ვადა გასულ ხუთშაბათს გაუვიდა.

  • ხელშეკრულების შეწყვეტამ გააუქმა შეზღუდვები იმაზე, თუ რამდენი ბირთვული იარაღის განთავსება შეეძლოთ ვაშინგტონსა და მოსკოვს რაკეტებზე, ბომბდამშენებსა და წყალქვეშა ნავებზე. ასევე დასრულდა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მხარეებს ერთმანეთისთვის ბირთვული იარაღის გადაადგილების შესახებ უნდა ეცნობებინათ.

ბირთვული არსენალის მასშტაბები, რომელიც ახლა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დარჩა, უკიდურესად დიდია.

ბოლო ანალიზის მიხედვით, მსოფლიოში ცხრა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოში ჯამში 12 200-ზე მეტი ბირთვული ქობინი არსებობს. ამ რაოდენობიდან მხოლოდ აშშ-სა და რუსეთზე დაახლოებით 10 636 ქობინი მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყნის არსენალის ზუსტი მოცულობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული, ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციამ (Federation of American Scientists) სულ ახლახან მსოფლიოს ბირთვული იარაღის მარაგების სავარაუდო მონაცემები გამოაქვეყნა.

New START -ის ვადის ამოწურვამდე ტრამპი ამტკიცებდა, რომ რუსეთთან ნებისმიერ ახალ შეთანხმებაში ჩინეთიც უნდა იყოს ჩართული და მიუთითებდა პეკინის მზარდ ბირთვულ არსენალზე, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მესამეა.

წყარო