ავტორი:

აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს “მშვიდობიან დეკლარაციას ბირთვულ ენერგიაზე“ - რას ითვალისწინებს შეთანხმება

აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს “მშვიდობიან დეკლარაციას ბირთვულ ენერგიაზე“ - რას ითვალისწინებს შეთანხმება

აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს “მშვიდობიან დეკლარაციას ბირთვულ ენერგიაზე“, რომლის მიხედვითაც ერევანი აშშ-სგან $11 მლნ-ის „დრონების ტექნოლოგიას“ იყიდის.

  • სომხური მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი პირისპირ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს.

ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს.

„ეს ულამაზესი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს. სომხეთისთვის არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით“, - აღნიშნა ვენსმა.