ავტორი:

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს აწესებს: Sky News -ის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდებათ მესამე ქვეყნების პორტებს, მათ შორის საქართველოში ყულევსა და ინდონეზიაში კარიმუნს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს აწესებს: Sky News -ის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდებათ მესამე ქვეყნების პორტებს, მათ შორის საქართველოში ყულევსა და ინდონეზიაში კარიმუნს

“ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს“, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს მოიცავს.

  • აღსანიშნავია, რომ პირველად, პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე.

ასევე, ევროკავშირის სანქციების პაკეტში დამატებით რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 42 ნავთობტანკერი შევა.