ავტორი:

ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხე, თოვა და ქარბუქი - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე და სად რა შეზღუდვა მოქმედებს

ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხე, თოვა და ქარბუქი - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე და სად რა შეზღუდვა მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში). აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში

  • რაც შეეხება (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთს, ზვავსაშიშროების საფრხის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,“ - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სოფ. სავანე) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • სოფელ ბარჯაშთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

შეგახსენებთ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.