გათბობის სისტემა სახლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნიკური კომპონენტია, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. მისი გამართულად მუშაობა პირდაპირ აისახება თქვენს კომფორტზე, უსაფრთხოებასა და საერთო სივრცის ენერგოეფექტურობაზე. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების ნაწილი სერვისცენტრს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა პრობლემა უკვე სერიოზულ სახეს იღებს. რეალურად კი, პროფესიონალური სერვისით დროულად სარგებლობა, ხშირად დიდი ზიანისა და არასასურველი ხარჯებისაგან თავის დაცვის ერთადერთი გამართლებული გზაა, თანაც მაშინ, როცა ცელსიუსში შეძენილ გათბობის სისტემებზე საგარანტიო პერიოდი, პროფესიონალური სერვისით სარგებლობას თავისთავად ითვალისწინებს.
უფრო მეტიც, სერვისცენტრის მომსახურებით სარგებლობა მნიშვნელოვანია, შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით:
- უსაფრთხოება - გათბობის სისტემების გაზისა და ელექტრო ნაწილების მწყობრიდან გამოსვლისას (ან თუნდაც ეჭვის შეტანისას, რომ სისტემა გამართულად არ მუშაობს), მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ პროფესიონალებს ანდოთ, რათა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე იზრუნოთ;
- რეალური დიაგნოზის დადგენა - ხშირად, პრობლემის გამომწვევის პოვნა, მხოლოდ მეთოდური და ღრმა კვლევის საშუალებით ხდება, რა დროსაც საკითხის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;
- ენერგოეფექტურობა და ხარჯების დაზოგვა - კარგად მოვლილი და გამართული სისტემა ნიშნავს მაქსიმალური ენერგოეფექტურობით მუშაობას, რაც თავისთავად გიცავთ დამატებითი დანახარჯებისაგან და მაქსიმუმამდე ზრდის მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობის ციკლს.
რა ტიპის სერვისს გასცემს ცელსიუსი?
„ცელსიუსის“ სერვისცენტრი უზრუნველყოფს როგორც საგარანტიო, ისე არასაგარანტიო ტექნიკური მომსახურების მთელ სპექტრს. მათ შორის:
- გათბობის ქვაბის დიაგნოსტიკას;
- ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის იდენტიფიცირებას;
- დაზიანებული ნაწილის შეკეთებას ან საჭიროების შემთხვევაში კი, ორიგინალი დეტალით შეცვლას.
იმის გათვალისწინებით, რომ ცელსიუსის ტექნიკოსთა გუნდი მხოლოდ სერტიფიცირებული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, მათი გამოძახება ან პრობლემის ტიპიდან გამომდინარე, დისტანციური მომსახურებით სარგებლობა (“ცხელ ხაზზე” სატელეფონო ზარის, ან კომპანიის მესენჯერის ჩატის საშუალებით), სანდოობისა და ხარისხის გარანტია.
რა შემთხვევებში არის საჭირო სერვისცენტრთან დაკავშირება?
სერვისცენტრთან დაკავშირება რეკომენდებულია ნებისმიერ დროს, როცა შეატყობთ, რომ გათბობის სისტემა გაუმართავად მუშაობს. პრაქტიკაში, ყველაზე ხშირად დაფიქსირებული შემთხვევებია:
- ეკრანზე შეცდომის კოდის (Error Code) გამოჩენა;
- გათბობის სისტემის სრულად გაჩერება;
- უჩვეულო ხმაური ან მუშაობის არასტაბილურობა;
- და სხვა.
მსგავსი პრობლემების აღმოჩენისას, საჭიროა სწრაფი რეაგირება, რათა თავიდან ავიცილოთ გათბობის ქვაბის მწყობრიდან გამოსვლა, რადგან დროული დიაგნოსტიკა, ხშირად, პრობლემას მინიმალური ჩარევით აგვარებს.
სწორედ ამიტომ, ასეთ დროს, ცელსიუსის გუნდს შეუძლია გაგიწიოთ როგორც სატელეფონო კონსულტაცია (ტელ: +995 32 2 052 930), ასევე ადგილზე ვიზიტისა და სიღრმისეული კვლევის საშუალებით შეაფასოს მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაციები.
ვის შეუძლია ცელსიუსის სერვისცენტრის მომსახურებით სარგებლობა?
ცელსიუსის მთავარი პრიორიტეტია საკუთარი მომხმარებლების ინტერესების დაცვა და მათი დახმარებაა, რისთვისაც კომპანიის ქსელში შეძენილ პროდუქციაზე ოფიციალური გარანტია ვრცელდება, რაც სერვისცენტრის მომსახურებით სარგებლობას, ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოიცავს.
ფასიანია თუ არა სერვისი?
- საგარანტიო პერიოდში, ქარხნული წუნის აღმოფხვრა სრულად უფასოა;
- არასაგარანტიო შემთხვევებში, მომსახურება ფასიანია და დამოკიდებულია პრობლემის შინაარსსა და მოგვარების გზებზე.
აქ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცელსიუსის სერვისცენტრში, ყველა შემთხვევა და დეტალი სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში მოწმდება. საჭიროების შემთხვევაში, ნაწილი იცვლება მხოლოდ ახალი, ორიგინალი ვარიანტით, რომელსაც ასევე მოჰყვება გარანტია, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა მიიღოს არა დროებით გადაწყვეტა, არამედ რეალურად ეფექტიანი შედეგი.
R