პარიზში, ფილმ "Coutures“-ის პრემიერაზე, ანჯელინა ჯოლიმ და მისმა ფრანგმა პარტნიორმა, ლუი გარელმა, ნამდვილი ფურორი მოახდინეს.
50 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Givenchy-ს თვალისმომჭრელი, ნახევრად გამჭვირვალე ვერცხლისფერი კაბით გამოჩნდა, რომელმაც მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ფილმში ჯოლი ასრულებს ამერიკელი რეჟისორის როლს, რომელსაც პარიზის მოდის კვირეულის დროს მკერდის კიბოს დიაგნოზს უსვამენ.


ფრანგული მედია წერს, რომ გამჭვირვალე კაბაში, ყვავილების ორნამენტებს შორის, შესაძლოა სწორედ ამ ოპერაციის შემდგომი ნაწიბურებიც ჩანდა - ეს იყო მსახიობის გაბედული ჟესტი სხეულის მიმღებლობასა და დაავადებასთან ბრძოლაზე.

პრემიერაზე ჯოლი თავის ეკრანულ პარტნიორთან, ლუი გარელთან და ვინსენტ ლინდონთან ერთად პოზირებდა. მსახიობთა სამეული კარგ განწყობაზე იყო და ფოტოგრაფების წინ მხიარულად საუბრობდნენ.

ჯოლიმ ფილმზე საუბრისას აღნიშნა:
"ქალთა ჯანმრთელობა და ეს დაავადება ჩემთვის ძალიან პირადულია. ეს ფილმი არ არის იმაზე, რომ დაჯდე და გადაწყვიტო, რომ ცხოვრება დასრულდა. პირიქით, ეს არის ფილმი იმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება ასეთ დროს.“
ანჯელინა ჯოლის დედა, მარშელინ ბერტრანი, 2007 წელს კიბოს შედეგად გარდაიცვალა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ანჯელინას მრავალწლიან ბრძოლას ამ დაავადების პრევენციისა და ქალთა ინფორმირებულობისთვის.