სამხრეთ იტალიაში, ავტომაგისტრალზე გადაადგილების დროს შეიარაღებული პირები ინკასაციის მანქანას დაესხნენ თავს.
ინტერნეტში მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო ვრცელდება. აფეთქება და სროლა 613-e სახელმწიფო გზატკეცილზე მოხდა.
ჯავშანმანქანაs ჩასაფრება მოუწყო 6-დან 10-მდე შეიარაღებულმა, ნიღბიანმა ჯგუფმა. ზოგიერთი მათგანი პოლიციელად ასაღებდა თავს და იყენებდა მოციმციმე ლურჯი შუქებით მომუშავე მანქანებს.
მათ გზის პირას სატვირთო მანქანა და ფურგონი განათავსეს, რის შემდეგაც საინკასაციო ავტომობილის მძღოლს ავტომობილის გაჩერება აიძულეს.
მძარცველებმა გზა “ცეცხლის კედლით“ გადაკეტეს.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ დანაშაული სამხედრო გამოცდილების მქონე პირებმა დაგეგმეს და განახორციელეს. უცნობია მოახერხეს თუ არა გაქცეულებმა თანხის წაღება.