“აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც აშკარა აგრესიის აქტი არსებობს, თავი არ უნდა დახარო და შეთანხმების მიღწევას არ უნდა შეეცადო. ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცადეთ და ის არ მუშაობს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მუქარის ფონზე ევროპამ ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს და გლობალური გავლენა გააძლიეროს.
„ვაჭრობის ფრონტზე ჩინეთის ცუნამი გვაქვს, ხოლო ამერიკული მხრიდან არასტაბილურობა. ეს ორი კრიზისი ევროპელებისთვის შოკს წარმოადგენს“, - განაცხადა მაკრონმა.