ნიუ-იორკში უკიდურესად ცივი ამინდის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ქალაქის მერმა განაცხადა.
მერმა აღნიშნა, რომ 19 იანვრიდან, მას შემდეგ რაც თოვლისა და ყინვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თავშესაფრებში დაახლოებით 1 400 ადამიანი მოათავსეს.

იანვრის ბოლოდან ქალაქში ძლიერი ყინვებია. ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში ძლიერი სიცივე და თოვლი ქალაქის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკებს შეუქმნის. დნობის პროცესში თოვლი და ყინული შესაძლოა, შენობებიდან ჩამოვარდეს, ხოლო ქუჩები და ტროტუარები ღამით ხელახლა გაიყინოს.