ავტორი:

“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის! გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია“ - შალვა პაპუაშვილი

“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის! გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია“ - შალვა პაპუაშვილი

“გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო წერს.

  • როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, მისი თქმით, აქ საქართველო ყველა მათგანზე წინ დგას.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!

გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას.

ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას - ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით“, - წერს პაპუაშვილი.