“პროკურატურავ, მადლობა! აი, რა მაყვირებდა! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში!“- ამის შესახებ მოკლული 28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე წერს და პროკურატურის უახლეს განცხადებას ეხმიანება.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება.
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.
“შოკი მაქვს ხალხო, არ შემიძლია. ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას.
რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი.
ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან,“ - აცხადებს გიგა ავალიანის დედა.
იხილეთ ასევე: