ავტორი:

რატომ ვერ ვიპოვეთ აქამდე სიცოცხლე კოსმოსში? - მეცნიერების ახალი კვლევა: “მარსი საცხოვრებლად უვარგისია, მასკს დიდი ფიქრი მოუწევს, რათა იქ საკვების მოყვანა შეძლოს"

რატომ ვერ ვიპოვეთ აქამდე სიცოცხლე კოსმოსში? -  მეცნიერების ახალი კვლევა: “მარსი საცხოვრებლად უვარგისია, მასკს დიდი ფიქრი მოუწევს, რათა იქ საკვების მოყვანა შეძლოს"

დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიებით დაინტერესებული მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ წყლის არსებობა სიცოცხლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა.

თუმცა ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ წყლით მდიდარი პლანეტების ძიება შესაძლოა, დროის ფუჭი ხარჯვა იყოს.

  • მათი აზრით, ტელესკოპები ისეთ სამყაროებზე უნდა მივმართოთ, რომლებიც ფოსფორითა და აზოტით არიან მდიდარი.

როგორც ვიცით, სიცოცხლე ამ ორი ელემენტის გარეშე, უბრალოდ, ვერ ჩამოყალიბდება, თუნდაც წყალი უხვად იყოს.

ფოსფორი იმ დნმ-ისა და რნმ-ის შესაქმნელად არის აუცილებელი, რომლებიც ყველა სიცოცხლის ფორმაში გენეტიკურ ინფორმაციის შესანახად და გადასაცემად გამოიყენება.

აზოტი კი ცილების აუცილებელი კომპონენტია, ცილები თავის მხრივ უჯრედების ძირითად “სამშენებლო მასალას“ წარმოადგენს.

ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე მხოლოდ იმ პლანეტებზე შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომლებიც ე.წ. ქიმიურ ოქროს შუალედში (chemical Goldilocks zone) მდებარეობს, ანუ სადაც ქანების მანტიაში ფოსფორისა და აზოტის ზუსტად საჭირო რაოდენობა მოიპოვება.

“შესაძლებელია არსებობდეს პლანეტა, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება, აქვს ოკეანეები და ხმელეთიც კი, მაგრამ იქ სიცოცხლე არ არის და არც არასოდეს იქნება, რადგან აუცილებელი ელემენტები, უბრალოდ, თითქმის საერთოდ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გაგებით სიცოცხლე ვერ იარსებებს თხევადი წყლისა და ჟანგბადის გარეშე, მხოლოდ ამ ნიშნების მქონე პლანეტების ძიება შეიძლება შეცდომა იყოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პლანეტის ფორმირების დროს მისი “ჟანგბადის ბალანსი“ განსაზღვრავს, რამდენი ფოსფორი და აზოტი დარჩება სიცოცხლისთვის ხელმისაწვდომი. თუ ჟანგბადი ზედმეტად ბევრია, ფოსფორი მანტიაში "იკეტება“, ხოლო აზოტი ატმოსფეროში გადადის და საბოლოოდ კოსმოსში იკარგება. მეორე მხრივ, თუ ჟანგბადი ძალიან ცოტაა, ფოსფორი სხვა მძიმე ელემენტებს უკავშირდება და ბირთვში ჩაედინება, სადაც სიცოცხლის დასაწყებად მისი გამოყენება შეუძლებელია", - განმარტავს კვლევის მთავარი ავტორი, ციურიხის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი, დოქტორი კრეიგ უოლტონი.

დედამიწა სწორედ ამ "ქიმიურ ოქროს შუალედში მდებარეობს" , რამაც სიცოცხლის ჩამოყალიბებისთვის “სწორი“ პირობებს შექმნა უზრუნველყო.

დედამიწის მეზობელი მარსი "ქიმიური ოქროს შუალედის“ ზღვარს ოდნავ გარეთ იმყოფება.

მარსი საკმაოდ ჰგავს დედამიწას და მისი ფორმირების პირობები ნიშნავს, რომ იქ ფოსფორი უფრო მეტიც შეიძლება იყოს. ეს თავის მხრივ მიუთითებს რომ საკვების მოყვანა შედარებით მარტივი პროცესი იქნება.

თუმცა პლანეტის ზედაპირი იმ ქიმიური ნივთიერებებითაც არის მდიდარი, რაც ნიადაგს მარილებით წამლავს. გარდა ამისა, ზედაპირთან ახლოს აზოტის დონე მნიშვნელოვნად დაბალია, ეს კი პლანეტას სიცოცხლისთვის განსაკუთრებით შეუფერებელს ხდის.

“მარსი დედამიწისგან ძლიერ არ განსხვავდება, მაგრამ ამჟამად საცხოვრებლად უვარგისია, ილონ მასკს დიდი ფიქრი მოუწევს რათა მისი ქიმიური შემადგენლობა შეცვალოს და იქ საკვების მოყვანა გახდეს შესაძლებელი“, ამბობს დოქტორი უოლტონი

ახალი დასკვნები, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებლად ვარგისი პლანეტები გაცილებით იშვიათია, ვიდრე ასტრონომებს აქამდე ეგონათ.

“ჯობია ჯერ პლანეტის ფორმირების პირობები შევამოწმოთ, ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა კოლონიზაციის მიზნით ასეთ პლანეტამდე გამგზავრება და იქ აღმოჩენა, რომ საკვების მოსაყვანად საჭირო ფოსფორი საერთოდ არ არსებობს“, - დასძენს მეცნიერი.

წყარო