ავტორი:

"არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია! მოყვეს პროკურატურა! ვიღებ გამოწვევას, მეც მჭირდები საქართველო" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია! მოყვეს პროკურატურა! ვიღებ გამოწვევას, მეც მჭირდები საქართველო" - ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების შესახებ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას და წერს, რომ ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს პროკურატურამ, მათ შორის მისი შვილის მკვლელობა.

"მეგობრებო ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ!!!ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას!!!ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე, მადლობა მას ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის მე ყველას ვერ გპასუხობთ, არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ერთს გეტყვით რომ არა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მფარველობა, ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია!!!

მე ჭორაობის დონეზე არ დავიყვან ნიკოს საქმეს!!! მოყვეს პროკურატურა!!! ყველა ფაქტი ჰქონდათ მაშინვე!!!ცოტა ხნის წინ ამაოდ გამიჩნდა იმედი, რომელიც მალევე გამიქარწყლდა!!! კი ბატონო ვიღებ გამოწვევას, დიახ მეც მჭირდები საქართველოვ!!!!!საქმე გახსნილია!!!!" - წერს იზა ომაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

წაიკითხეთ ასევე: