“აშშ-სა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ,“ - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა. ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით”, - განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) უკვე მოქმედებს და დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის აზერბაიჯანისთვის ბუნებრივი რესურსების ექსპორტს გაამარტივებს.
ვენსის თქმით, ეს იმპულს შექმნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობისთვის.
“ერთ-ერთი უდიდესი რამ, რასაც კონფლიქტებისა და ომების აღკვეთა შეუძლია, ორი ერის ერთად მუშაობაა უფრო დიდი კეთილდღეობის მისაღწევად. მშვიდობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის წყალობით დამყარდა. ერთობლივი ძალისხმევების შედეგად მშვიდობა შეიქმნა იქ, სადაც აქამდე ომი იყო. მომავალში, კეთილდღეობას შევქმნით იქ, სადაც აქამდე მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო”, - განაცხადა ვენსმა.