რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხოვზე დრონების განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი დაიღუპა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსული დრონი პირდაპირ კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 3 მცირეწლოვანი დაიღუპა. ნანგრევებიდან ორი - ერთ წლამდე ბიჭი და 2 წლის გოგონას ცხედარი ამოასვენეს. ასევე დაიღუპა მათი 34 წლის მამა.

მძიმედ არის დაჭრილი 35 წლის ორსული ქალი.
მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცი სახლში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.