კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 25-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები კანადის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სამართალდამცველთა თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავდამსხმელის შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ გაასაჯაროებენ.
პოლიცია კომენტარს არც შესაძლო მოტივზე აკეთებს.

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, მომხდარის გამო განადგურებულია.
"კრიზისში გაერთიანების ჩვენი უნარი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მხარეა - ჩვენი ემპათია, ჩვენი ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

