ავტორი:

ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-ლილოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ამსახველ კადრებს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.