“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმას გამოაცხადებს“, - ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, კიევი რუსეთთან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმისა და ეროვნული არჩევნების ერთდროულად ჩატარების საკითხს განიხილავს.
Reuters-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და უკრაინის მომლაპარაკებლების მიერ განხილული ჩარჩოს თანახმად, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელ ამომრჩეველს რეფერენდუმზე წარედგინება და ხმის მიცემა ეროვნული არჩევნების პარალელურად მოხდება.