ავტორი:

“თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს, შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა მოხდეს - ამას სახელმწიფო სჭირდება, რომ ხარვეზები გამოავლინოს და შეასწოროს“ - შალვა პაპუაშვილი

“თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს, შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა მოხდეს - ამას სახელმწიფო სჭირდება, რომ ხარვეზები გამოავლინოს და შეასწოროს“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - მისი გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ფასების რეგულირებაზე საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, თავისუფალ ბაზარს აქვს ხარვეზები და სახელმწიფოს სწორედ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს.

„ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - სახელმწიფოს სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს. ვხედავთ, რომ თავისუფალი ბაზრის გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა იყოს. ესეც თავისუფალ ბაზარში ხდება ხოლმე და ამას სახელმწიფო სჭირდება, რომ ეს ხარვეზები გამოავლინოს და შეასწოროს. ამაში არის ჩვენი ამოცანა - იქნება ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო, ჩართული იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლები და საექსპერტო მოსაზრებებსაც მოვისმენთ. ყველა, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას - რა გზით ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.