ვარშავის პოლიციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს კონტრტერორისტული ოფიცრების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია აქვეყნებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო დაცვის მხარდაჭერით, ლოძის რეგიონის ქალაქ ვიელუნში დააკავეს.
რაც შეეხება დანარჩენ სამ დაკავებულს, როგორც მედია წერს, ისინი უკანონოდ იმყოფებოდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე და პოლონეთიდან მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.