ავტორი:

ბრიტნი სპირსმა მთელი თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები გაყიდა

ბრიტნი სპირსმა მთელი თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები გაყიდა

BBC-ის ცნობით, პოპ-ვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა მთელი თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები გაყიდა.

  • გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის სპირსმა თავისი ალბომი დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობა Primary Wave-ს დაახლოებით 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

2024 წლის იანვარში მომღერალმა განაცხადა, რომ "აღარასდროს დაბრუნდებოდა მუსიკალურ ინდუსტრიაში". მისი ბოლო სიმღერა იყო დუეტი ელტონ ჯონთან, რომელიც 2022 წელს გამოვიდა.

Primary Wave-მა ასევე შეიძინა უფლებები The Notorious B.I.G.-ის, პრინსის და უიტნი ჰიუსტონის მემკვიდრეობაზე.

სპირსი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ქალი შემსრულებელია მსოფლიოში. მას ალბომების 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

1999 წელს, დებიუტის შემდეგ, ბრიტნიმ ცხრა სტუდიური ალბომი გამოუშვა.

წყარო

იხილეთ ასევე: