ავტორი:

"მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო. არცერთ კერძო საკითხს ეს ვიზიტი არ ეხებოდა. ის სრულად სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა” - ნინო წილოსანი

"მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო. არცერთ კერძო საკითხს ეს ვიზიტი არ ეხებოდა. ის სრულად სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა” - ნინო წილოსანი

მამუკა მდინარაძის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო - სურვილია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვა და ამ ურთიერთობების ისეთ ხარისხში აყვანა, როგორიც გვქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სუს-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა ყველა იმ საჭირო საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის არის მნიშვნელობანი.

"აშშ-ში მამუკა მდინარაძის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ვხედავთ არაერთ საინტერესო იმპულსს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან. სურვილია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვა და ამ ურთიერთობების ისეთ ხარისხში აყვანა, როგორიც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, სუს-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა ყველა იმ საჭირო საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის არის მნიშვნელობანი. ასევე, აუცილებლად ისაუბრა უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომელშიც საქართველო ერთ-ერთი წამყვანია - ვგულისხმობ გლობალურ გამოწვევებს უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც სუს-ი და საპოლიციო სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს სახ. დეპის არაერთ ანგარიშშია აღიარებული, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს”, - განაცხადა წილოსანმა

ამასთან, კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა მამუკა მდინარაძის შეხვედრა "ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქციების საკითხს, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს სპეკულაციაა და მამუკა მდინარაძის შეხვედრა სრულიად სახელმწიფო საკითხებს შეეხებოდა.

"თქვენი კითხვა სრულად სპეკულაციურია. მამუკა მდინარაძე არის სახელმწიფო მოხელე და მისი შეხვედრა სრულად სახელმწიფო საკითხებს ეხებოდა. არცერთ კერძო საკითხს მამუკა მდინარაძის იქ ვიზიტი არ ეხებოდა. გარწმუნებთ, რომ ის სრულად სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა”, - განაცხადა ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.