ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი, რამზან კადიროვის ვაჟი, ახმატი რეგიონში განათლებას უხელმძღვანელებს.
ახმატ კადიროვმა ჩეჩნეთის განათლების ზედამხედველად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია "ტელეგრამის" არხზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მისმა მამამ, რამზან კადიროვმა მიიღო.
ვიცე-პრემიერი რეგიონის განათლების მინისტრს ხოჟ-ბაუდი დააევს და ჩეჩნეთის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
უცნობია, რა ზომები იქნება მიღებული და რას გააკეთებს ახმატ კადიროვი ამ მიმართულებით.
ახმატ კადიროვმა კარიერა სრულწლოვანებამდე დაიწყო და 16 წლის ასაკში ჩეჩნეთში არსებულ ყველა ახალგაზრდულ ასოციაციას ხელმძღვანელობდა. ერთი წლის შემდეგ რამზან კადიროვმა უფროსი ვაჟი სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა, 2024 წელს - ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ - ჩეჩნეთის სპორტის მინისტრად.
ახმატ კადიროვი ამ თანამდებობაზე 2026 წლის იანვრამდე დარჩა, ვიდრე ვიცე-პრემიერად დანიშნავდნენ.