ავტორი:

"ზაზას სიჩქარის და სიცივის ეშინოდა...საჭესთან სხვა იჯდა" - ცნობილია ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაღპულის ბიჭის ვინაობა

"ზაზას სიჩქარის და სიცივის ეშინოდა...საჭესთან სხვა იჯდა" - ცნობილია ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაღპულის ბიჭის ვინაობა

10 თებერვალს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, მძიმე ავარია მოხდა, რომელსაც 21 წლის ზაზა ვაშაყმაძე შეეწირა. ახალგაზრდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის მკვიდრია. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • როგორც ირკვევა, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. არსებული ინფორმაციით, საჭესთან გარდაცვლილის ძმაკაცი იჯდა. ის სიკვდილს გადაურჩა, თუმცა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

“დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ზაზა 21 წლის იყო. გამორჩეული... ჩვენი თვალებციმციმა ბიჭი ზაზუკა აღარ გვყავს. ელიავაზე მუშაობდა. ღამის ცვლიდან მოდიოდნენ, ფონიჭალაში ცხოვრობდა. ძმაკაცს უთქვამს, გზამდე გაგიყვანო და ჩაუჯდა მას მანქანაში და დაგვღუპა. მისი მეგობარი იჯდა საჭესთან.

სიჩქარის და სიცივის ეშინოდა. ძალიან თბილი და კეთილი ბიჭი იყო. ყველანი განადგურებულები ვართ...წაიკითხეთ სრულად