ავტორი:

"ეს აბსურდი "აწყობილია" ვინმე შაიშმელაშვილის გამოგონილ ისტორიაზე: თითქოს სუფრაზე, ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი

"ეს აბსურდი "აწყობილია" ვინმე შაიშმელაშვილის გამოგონილ ისტორიაზე: თითქოს სუფრაზე, ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ინტერნეტში გავრცელდა დამონტაჟებული ვიდეო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის სახელი ფიგურირებს.

"მოგესალმებით! სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბარის ( https://youtu.be/bbdnyLFCKGA?si=bR7w5LgFuzZg8gy3 ) ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც, უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში.

ეს აბსურდი “აწყობილია” ქვეყნიდან გაქცეულ და სამშობლოს მოღალატეობრივ საქმიანობაში “გაწვრთნილ” ვინმე შაიშმელაშვილის გამოგონილ ისტორიაზე: თითქოს სადღაც სუფრაზე, ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამ სიცრუის "გასამაგრებლად” გამოიყენეს, ზემოთ აღნიშნული 2012 წელს გავრცელებული სატელეფონო საუბრის ფაბრიკაცია! " - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: