მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი (ძალადობა) და 19,109-ე მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოჯახის წევრი მაშინ ამბობდა, რომ კობა ჭეიშვილს დაზიანებები მიყენებული აქვს ჩაქუჩის და ცულის გამოყენებით.
"მძიმე მდგომარეობაშია მცხეთის საავადმყოფოში. სახის ძვლები აქვს სულ ჩამსხვრეულ, არც ერთი ძვალი არ არის მთელი. გუშინ გაუკეთდა ოპერაცია, მიმდინარეობდა 8 საათი. ექიმმა თქვა, როგორც შევძელით ავკინძეთ ეს წვრილ-წვრილი ძვლებიო, გავაერთიანეთო...
ასე გავიგე, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ჩაქუჩი, სამზარეულოს რაღაცა მოწყობილობა, სახეში აქვს ნარტყამი" - აცხადებდა რესპონდენტი.