სტურლა ჰოლმ ლეგრეიდის მეგობარმა გოგონამ აღიარა, რომ მისთვის "ძნელია პატიება" მას შემდეგ, რაც ზამთრის ოლიმპიადის მონაწილემ საჯაროდ განაცხადა, რომ მას უღალატა.

“არის ადამიანი, ვისთანაც ამ მომენტის გაზიარება მინდოდა, მაგრამ შეიძლება დღეს არ გვიყურებს. ექვსი თვის წინ შევხვდი ჩემი ცხოვრების სიყვარულს , ყველაზე ლამაზ და კეთილ ადამიანს მსოფლიოში და სამი თვის წინ დავუშვი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, მას ვუღალატე. არ ვიცი, რას ვცდილობ ამ სიტყვებით მივაღწიო, მაგრამ ბოლო დღეებში სპორტი ჩემთვის ცოტა სხვანაირი იყო. ამიტომ ვისურვებდი, ეს ყველაფერი მასთან გამეზიარებინა. უნდა აღიარო, როდესაც ისეთ რამეს აკეთებ, რასაც ვერ ამართლებ და ასე ძლიერ ტკივილს აყენებ საყვარელ ადამიანს" - განაცხადა სპორტსმენმა.

ღონისძიებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჰოლმ ლეგრეიდმა განაცხადა, რომ მეგობარი გოგონა მას ჯერ არ დაკავშირებია და იმედი გამოთქვა, რომ თავის სიტყვებით "მისი მდგომარეობა უარესისკენ არ შეუცვლია". შემდეგ დაამატა რომ “იმედი ჰქონდა გვირაბის ბოლოს სინათლე ორივესთვის გამოჩნდებოდა".
ნორვეგიულ გაზეთ VG-სთან წერილობით გაკეთებულ განცხადებაში ის ამბობს : "მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის აღიარება მთელი მსოფლიოს წინაშე გააკეთა, პატიება მაინც რთულია. ამ მდგომარეობაში ყოფნა ჩემი არჩევანი არ არის და მტკივნეულია, რომ მასში ყოფნა მიწევს, ჩვენ გვქონდა კონტაქტი და ამ საკითხზე ლეგრეიდმა ჩემი პოზიცია კარგად იცის".
სპორტსმენს მან ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ახლობლებს მხარდაჭერისთვის.