ავტორი:

რუსეთში დატყვევებულ გიორგი ჩუბეთიძეს ოკუპირებული დონეცკის "სასამართლომ" სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთში დატყვევებულ გიორგი ჩუბეთიძეს ოკუპირებული დონეცკის "სასამართლომ" სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთში დატყვევებულ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჩუბეთიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ოკუპირებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურაში” განაცხადეს.

  • კერძოდ, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 42 წლის საქართველოს მოქალაქეს გიორგი ჩუბეთიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვისა” და ჯამში ხუთი რუსი ჯარისკაცის მკვლელობისთვის.

მათი თქმით, ჩუბეთიძე 2023 წლის შემოდგომაზე ჩავარდა ტყვედ.