ავტორი:

იძულებითი არჩევანი, რომელმაც "ყინულის ღმერთად" აქცია: ვინ არის ილია მალინინი - ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭი, რომელმაც მილანის ოლიმპიადაზე ფიზიკის კანონები დაარღვია

იძულებითი არჩევანი, რომელმაც "ყინულის ღმერთად" აქცია: ვინ არის ილია მალინინი - ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭი, რომელმაც მილანის ოლიმპიადაზე ფიზიკის კანონები დაარღვია

მილან-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარი სენსაცია 21 წლის ამერიკელი ილია მალინინია. სპორტსმენი, რომელმაც მოკლე პროგრამაში რეკორდული 108.16 ქულა დააგროვა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ შედეგით, არამედ თავისი წარმოუდგენელი ტექნიკით მოექცა.

რა არის „კვადი“ და რატომ აღფრთოვანდა სნუპ დოგი?

მალინინს გულშემატკივრებმა „კვადების ღმერთი“ (Quad God) შეარქვეს. ტერმინი „კვადი“ (Quad) ოთხმაგ ნახტომს ნიშნავს. ეს არის ფიგურული სრიალის უმაღლესი პილოტაჟი, როცა მოციგურავე ჰაერში საკუთარი ღერძის გარშემო ოთხ წრეს აკეთებს და ყინულზე უზადოდ ეშვება. ილია ერთადერთია მსოფლიოში, ვინც ყველაზე რთულ - ოთხმაგ აქსელს ასრულებს.

მისმა გამოსვლამ ლეგენდარული რეპერი სნუპ დოგიც კი აღაფრთოვანა, რომელიც წელს ოლიმპიადის "საპატიო მწვრთნელია“. მათი შეხვედრის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო: „შენ ნამდვილი ლეგენდა ხარ, მთელი მსოფლიო შენ გიყურებს!“ - ასე მიმართა რეპერმა ახალგაზრდა ვარსკვლავს.

იძულებითი არჩევანი: ფეხბურთიდან ფიგურულ სრიალამდე

მიუხედავად იმისა, რომ ილიას მშობლები - ტატიანა მალინინა და რომან სკორნიაკოვი - თავად იყვნენ ოლიმპიური მოციგურავეები, ბიჭს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მას ფეხბურთელობა სურდა.

„მეგონა, ფეხბურთელი გავხდებოდი, მაგრამ მშობლებს არ ჰქონდათ დრო, რომ ვარჯიშებზე ვეტარებინე. ასე აღმოვჩნდი ყინულზე,“ - იხსენებს ილია.

მისი გზა იოლი არ ყოფილა. 13 წლის ასაკში, წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, მან სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მშობლების მხარდაჭერითა და რკინისებური ნებისყოფით, მან შეძლო კრიზისის დაძლევა და დღეს დღეში 8 საათს ვარჯიშობს.

პირადი ცხოვრება და „აკრძალული“ ილეთებისაინტერესოა, რომ ილია თავის გამოსვლებში ხშირად იყენებს „ბექფლიპს“ (უკან გადაყირავება), რაც ფიგურულ სრიალში დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო. ამ სითამამემ ის ნამდვილ როკ-ვარსკვლავად აქცია.

ამჟამად ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში სწავლობს და ამბობს, რომ პაემნებისთვის დრო არ რჩება - მთელი მისი ენერგია ოლიმპიურ ოქროსა და განათლებაზეა მიმართული.

ოჯახური ტრადიცია გრძელდება

მალინინების ოჯახში ილია ერთადერთი ვარსკვლავი არ არის. მისი 10 წლის და, ლიზა (ელი ბეატრისი), ასევე იმედისმომცემი მოციგურავეა. საინტერესო დეტალი: ორივე შვილმა დედის გვარი - მალინინი აირჩია, რადგან მშობლები ფიქრობდნენ, რომ მამის გვარი (სკორნიაკოვი) ამერიკელებისთვის რთული გამოსათქმელი იქნებოდა.

მშობლები - ემიგრაცია უზბეკეთიდან და ამერიკული ოცნება

ილია მალინინის წარმატების მიღმა მისი მშობლების, ტატიანა მალინინასა და რომან სკორნიაკოვის დრამატული და საინტერესო ისტორია დგას. მიუხედავად იმისა, რომ ილია ამერიკაშია დაბადებული და გაზრდილი, მისი ფესვები პოსტსაბჭოთა სივრცეს უკავშირდება.

ორივე მშობელი პროფესიონალი მოციგურავე იყო. ტატიანა და რომანი წარმოშობით რუსები არიან, თუმცა წლების განმავლობაში უზბეკეთის სახელით ასპარეზობდნენ საერთაშორისო არენაზე. ტატიანა მალინინა თავის დროზე ნამდვილი ვარსკვლავი იყო - მან 1999 წელს „ოთხი კონტინენტის ჩემპიონატი“ და გრან-პრის ფინალი მოიგო.

90-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სპორტსმენებისთვის განვითარების პირობები მინიმალური იყო. წყვილმა კარგად იცოდა, რომ თუ პროფესიულ წინსვლასა და შვილებისთვის უკეთეს მომავალს ისურვებდნენ, სამშობლო უნდა დაეტოვებინათ. ისინი აშშ-ში, ვირჯინიის შტატში დასახლდნენ.

წაიკითხეთ ასევე: