ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის მეთაურად ძამბოლატ თედეევი დაინიშნა - რა არის ცნობილი მის შესახებ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის მეთაურად ძამბოლატ თედეევი დაინიშნა - რა არის ცნობილი მის შესახებ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის მეთაურის პოსტზე ძამბოლატ თედეევი დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 25-მა დეპუტატმა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

ოპოზიციურმა პარტიამ "ერთიანი ოსეთი" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ "რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლება და ხელმძღვანელობა საკანონმდებლო ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ არიან მიმართულნი“.

  • ძამბოლატ თედეევი 35 წლისაა. ის ცხინვალში დაიბადა.

დაამთავრა სტავროპოლის უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი - ორგანიზაციული მენეჯმენტის სპეციალობით. ასევე აქვს მეორე პროფესიაც - ის იურისტია.

2013 წლიდან ის სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მუშაობს.

2021–2023 წლებში სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ვიცე-პრემიერად და ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.