ავტორი:

სანამ სკოლაში სისხლისღვრას მოაწყობდა, მანამდე ოჯახის წევრები მოკლა - რა არის ცნობილი კანადის სკოლაზე თავდამსხმელის, 18 წლის ტრანსგენდერის შესახებ

სანამ სკოლაში სისხლისღვრას მოაწყობდა, მანამდე ოჯახის წევრები მოკლა - რა არის ცნობილი კანადის სკოლაზე თავდამსხმელის, 18 წლის ტრანსგენდერის შესახებ

მედიაში ვრცელდება 18 წლის თავდამსხმელის ფოტოები, რომელმაც ბრიტანეთის კოლუმბიის ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში ცეცხლი გახსნა - სროლის შედეგად საერთო ჯამში, ათი ადამიანი დაიღუპა. მათი ასაკი ძირითადად 13-დან 17 წლამდეა. დაღუპულთა შორის ერთი მასწავლებელია.

თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.

  • ირკვევა, რომ ცეცხლი 18 წლის ჯესი ვან რუტსელაარმა გახსნა. CTV News-ის ცნობით, ვიდრე სკოლაში სკოლაში სისხლის ღვრას მოაწყობდა, მანამდე ოჯახის წევრები - დედა, ჯენიფერი და ძმა, ემეტი საკუთარ სახლში ჩაცხრილა. შემდეგ კი სკოლაში გაემართა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ფოტოებზე ჩანს, როგორ აღნიშნავს ის დაბადების დღეს და სადილობს ოჯახთან ერთად. ჯესი ვან რუტსელაარს ერთ-ერთ ფოტოზე თოფი უჭირავს და ბედნიერი პოზირებს.

  • როგორც პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, ჯესიმ 12 წლის ასაკში აღმოაჩინა მისი ბიოლოგიური იდენტობა, წლების განმავლობაში ფსიქიატრთან დადიოდა.

"პოლიცია ამ სახლში რამდენიმე წლის წინაც იყო მისული და ცეცხლსასროლი იარაღი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ჩამოართვეს. შემიძლია ვთქვა, რომ იარაღის კანონიერმა მფლობელმა მოგვიანებით მისი დაბრუნების მოთხოვნა შეიტანა და იარაღი დაუბრუნდა“, - განაცხადა ბრიტანეთის კოლუმბიაში კანადის სამეფო პოლიციამ.

175 მოსწავლისგან შემდგარი საშუალო და დაწყებითი სკოლა კვირის ბოლომდე დაიხურა.

გარდაცვალების დროს ჯენიფერს არ ჰქონდა მოქმედი ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია.

ვინც ვან რუტსელაარს "მშვიდ ბიჭად“ აღწერენ, რომელიც ხშირად მარტო იჯდა კუთხეში.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ მომხდარის გამო შოკირებულია.

წყარო

იხილეთ ასევე: