ავტორი:

"არ მგონია, რომ მასზე ოდესმე შეყვარებული ვიყავი, მაგრამ როგორც ჩემი შვილის დედა, მუდამ მეყვარება" - ზეინ მალიკის უჩვეულო განცხადება ყოფილ ცოლზე

"არ მგონია, რომ მასზე ოდესმე შეყვარებული ვიყავი, მაგრამ როგორც ჩემი შვილის დედა, მუდამ მეყვარება" - ზეინ მალიკის უჩვეულო განცხადება ყოფილ ცოლზე

მომღერალმა ზეინ მალიკმა აღიარა, რომ არასდროს ყოფილა შეყვარებული მის ყოფილ ცოლზე - ჯიჯი ჰადიდზე, თუმცა მთელი ცხოვრება იზრუნებს მასზე მათი საერთო ქალიშვილის და იმ კავშირის გამო, რომელიც მშობლობის გამო აქვთ.

33 წლის მომღერალი 30 წლის მოდელი 6 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2020 წელს წყვილს შეეძინა ქალიშვილი - ხაი, რომელიც ახლა ხუთი წლისაა. 2021 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ხანგრძლივი რომანის მიუხედავად, 2024 წელს, The Zach Sang Show-სთვის მიცემულ ინტერვიუში, One Direction-ის ყოფილმა წევრმა გულშემატკივრები მისი განცხადებით გააოცა. მალიკის მტკიცებით, არასდროს ყოფილა ნამდვილად შეყვარებული.

ამ კვირაში, Call Her Daddy პოდკასტში გამოჩენისას, ზეინმა გაიმეორა თავისი წინა განცხადება და განმარტა კიდეც.

  • მისი თქმით, ჯიჯი ჰადიდთან თანაცხოვრების დროს ეგონა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მისი გრძნობები ისეთი არ იყო, როგორც თავიდან ფიქრობდა.

"სიყვარულის ჩემი გაგება მუდმივად იცვლება. მაშინ შეიძლება მეგონა, რომ ეს სიყვარული იყო, მაგრამ როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ასე არ იყო. შესაძლოა ეს ვნება იყო. შესაძლოა ეს იყო რაღაც სხვა. არ მგონია, რომ ეს სიყვარული იყო,“ - თქვა მალიკმა Victoria's Secret-ის მოდელთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ჯიჯი ჰადიდთან დღემდე კარგ ურთიერთობაშია და “ყოველთვის ეყვარება, როგორც მისი შვილის დედა“.

"გულწრფელად რომ ვთქვა, მე ყოველთვის მეყვარება ჯიჯი, რადგან ის არის ჩემი შვილის დაბადების მიზეზი და მას უდიდეს პატივს ვცემ. ამის გამო მე ყოველთვის მეყვარება ჯიჯი, მაგრამ არ ვიცი, ვიყავი თუ არა მასზე შეყვარებული. არ მგონია, რომ თანაცხოვრების დროს შეყვარებული ვიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნებოდი ჩემი თავის უკეთესი ვერსია,“ - აღნიშნა მომღერალმა.

"მარტოობა საერთოდ არ მაშინებს. არ მაქვს უპატივცემულობა ჩემი წარსული ურთიერთობების მიმართ,“ - დასძინა ვარსკვლავმა.

  • გასულ წელს ჯიჯიმ იშვიათი კომენტარები გააკეთა ზეინზე, როდესაც Vogue-ს მათი შვილის ერთობლივი აღზრდის შესახებ უამბო.

“ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ვუჭერთ მხარს,“ - თქვა მოდელმა.

წყვილის ექვსწლიანი რომანი მას შემდეგ დასრულდა, რაც ზეინს ჯიჯის დედასთან, იოლანდა ჰადიდთან კონფლიქტი მოუვიდა. ამისთვის 360-დღიანი პირობითი სასჯელი მიიღო და ბრაზის მართვისა და ოჯახში ძალადობის კურსებზე სიარული დაავალდებულეს.

წყარო

იხილეთ ასევე: