ავტორი:

ამერიკელი ტელეწამყვანის დედას, რომელიც 1 თებერვალს გაიტაცეს, ამ დრომდე ვერ პოულობენ - გახმაურებული საქმის რა დეტალებზე წერს მედია?

ამერიკელი ტელეწამყვანის დედას, რომელიც 1 თებერვალს გაიტაცეს, ამ დრომდე ვერ პოულობენ - გახმაურებული საქმის რა დეტალებზე წერს მედია?

აშშ-ში "Today“-ის შოუს წამყვანის, სავანა გატრის დედის, ნენსი გატრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ნენსი 1 თებერვალს საკუთარი სახლიდან ნიღბიანმა პირმა სახლიდან გაიტაცა.

პოლიციამ სახლთან ახლოს შავი ხელთათმანი იპოვა, რომელიც, სავარაუდოდ, გამტაცებელს ეკუთვნის.

აღნიშნული მამაკაცი ვიდეოკამერებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის ნენსის სახლს უახლოვდებოდა.

კადრები ქალის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. ხელისუფლების მიერ გავრცელებულ პირველ ვიდეოში ჩანს, რომ სუბიექტი ნელა მიემართება წინა კარისკენ და გარშემო ფრთხილად იყურება.

  • რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გამოსასყიდის მოთხოვნის წერილები მიიღო. წერილები ნენსის საცხოვრებელი სახლისა და ტანსაცმლის შესახებ კონკრეტულ დეტალებს შეიცავდა. ერთ-ერთ ასეთ წერილში ავტორი გამტაცებლის ვინაობის სანაცვლოდ ბიტკოინს ითხოვს.

  • "ჩვენ მივიღეთ უცნაური წერილი, ელექტრონული შეტყობინება უცნობი პირისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ნენსი გატრის გამტაცებლის ვინაობა იცის. ამ ეტაპზე არ ვიცით, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია", - განაცხადა TMZ-ის დამფუძნებელმა ჰარვი ლევინმა.

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი პირი ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული.

წყარო