ავტორი:

ახალი აღმოჩენა დედამიწის ბირთვში, რაც წყალზე აქამდე არსებულ წარმოდგენებს ცვლის - რა აჩვენა ექსპერიმენტმა

ახალი აღმოჩენა დედამიწის ბირთვში, რაც წყალზე აქამდე არსებულ წარმოდგენებს ცვლის - რა აჩვენა ექსპერიმენტმა

წარმოიდგინეთ დედამიწის ყველა ოკეანე, რომელიც პლანეტის ზედაპირის დაახლოებით 70%-ს ფარავს და ძირითადად წყალბადისგან შედგება. ახლა გაამრავლეთ ეს რიცხვი ცხრაზე. მკვლევრების ბოლოდროინდელი შეფასებით, სავარაუდოდ სწორედ ამდენი წყალბადია დედამიწის ბირთვში, რაც მას პლანეტაზე წყალბადის უდიდეს რეზერვუარად აქცევს.

  • “ახალი გამოთვლებით დედამიწის ბირთვი შეიძლება შეიცავდეს წყალბადის 45 ოკეანის ეკვივალენტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყალბადმა შეიძლება დედამიწის ბირთვის მთლიანი მასის დაახლოებით 0,07%-დან 0,36%-მდე შეადგინოს,“ - განაცხადეს მეცნიერებმა ჟურნალ Nature Communications-თან.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწამ წყლის უმეტესი ნაწილი მისი ფორმირების დროს შეიძინა და არა მოგვიანებით, კომეტების შეჯახების შედეგად.

„დედამიწის ისტორიის პირველი მილიონი წლის განმავლობაში, მისი წყლის უმეტესი ნაწილი ბირთვში ინახებოდა“, - წერს ჰუანგი CNN-ისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.

4.6 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ, მზის გარშემო არსებული ქანები, გაზი და მტვერი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდა პლანეტა. დროთა განმავლობაში, ამ შეჯახებების შედეგად ჩამოყალიბდა დედამიწის ბირთვი, მანტია და ქერქი.

დედამიწის სიღრმეში არსებულმა, უზარმაზარი წნევის ქვეშ მყოფმა მკვრივმა, ცხელმა და თხევადმა მეტალის ბირთვმა დაიწყო მოძრაობა. სწორედ ის უზრუნველყოფს დედამიწის დამცავ მაგნიტურ ველს.

წყალბადის წარმოშობისა და განაწილების შესწავლა პლანეტების ფორმირებისა და დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის შესასწავლად, ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია.

წყალბადის რაოდენობრივი განსაზღვრა ზოგადად რთულია, რადგან ის ყველაზე მსუბუქი და პატარა ელემენტია. აქამდე მისი რაოდენობრივი განსაზღვრა ტრადიციული ანალიტიკური მეთოდების შესაძლებლობებს სცილდებოდა. ახალმა კვლევებმა კი ამისი განსაზღვრა შეძლო.

წყარო

იხილეთ ასევე: