დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი,- ასე აფასებს მიხეილ ყაველაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის. ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი, სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი, ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ, არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა და დიდი მადლობა მას ამისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. მისი ვიზიტი გრძელდება, შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩება ჩვენი ქვეყნის ხილვით და მასპინძლობით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.